შოუ-ბიზნესი: ცნობილი ინგლისელი მომღერალი პრინც უილიამის ქორწილისათვის სიმღერას ჩაწერს | World News | ||
ჯორჯ მაიკლი ინგლისელი პრინც უილიამისა და მისი საცოლის ქეით მიდლტონის ქორწილისათვის სიმღერის ჩაწერას აპირებს. ამის შესახებ მომღერალმა თავისი Twitter-ის მიკრობლოგში დაწერა. რამდენიმე დღის წინ ჯორჯ მაიკლმა თავისი ტვიტერის მკითხველებს მიმართა თხოვნით, რათა მათ შემოეთავაზებინათ მომღერლისთვის რომანტიკული სიმღერები, რომლებიც წარსულში სხვა შემსრულებლებს ჰქონდათ ჩაწერილი. მან აღნიშნა, რომ აპირებს იმ კომპოზიციის ქავერ-ვერსიის გაკეთებას, რომელსაც უილიამისა და მისი საცოლისათვის ყველაზე მისაღებად ჩათვლის. ორშაბათს, 11 აპრილს, მომღერალმა განაცხადა, რომ სიმღერა შეარჩია და ჩაწერას 12 აპრილს შეუდგება. მაიკლმა არ დააზუსტა, რომელი სიმღერა აირჩია, თუმცა აღნიშნა, რომ მისი სახელი სიტყვა “You“-თი იწყება, ხოლო მისი ორიგინალი 1970-იან წლებში „გენიოსების“ მიერ იქნა ჩაწერილი. ჯორჯ მაიკლი ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის საქორწილო საჩუქარზე მუშაობის დასრულებას ხუთშაბათს, 14 აპრილს გეგმავს. ჩაწერა მომღერლის სახლის სტუდიაში განხორციელდება. მანამდე უილიამის ქორწილის გამო კომპოზიცია ამერიკელმა რეპერმა სნუპ დოგმა ჩაწერა. თავად შემსრულებლის თქმით, სიმღერა სახელწოდებით „Wet“, უნდა გახდეს პრინცის მემზანაგობის მუსიკალური ფონი. სიმღერა შევიდა სნუპ დოგის ახალ ალბომში „Doggumentary“, რომელიც 2011 წლის მარტის ბოლოს გამოვიდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2005.html
| |||
Posted by Drakula | 13 Apr 2011, 11:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.