ეკონომიკა: ბაკურიანის მხოლოდ 12 სასტუმრო ობიექტი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს | Georgian News | ||
მაღალმთიან კურორტ ბაკურიანში განთავსების 50 ობიექტიდან 12-ს ევროპული სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა კატეგორიები მიენიჭა. ქართული სამთო-სამთხილამურო კურორტის ტერიტორიაზე სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების შეფასებას ასოციაცია Global Star ატარებდა. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იტყობინებიან, Global Star-მა 2010 წლის 15 დეკემბერს დაწყებული შეფასების დასკვნითი ეტაპი დაასრულა. შესრულებული სამუშაოს შედეგად, რომელმაც ბაკურიანში ოფიციალური სტატუსის მქონე განთავსების 50 ობიექტი მოიცვა, გამოვლინდა 9 სასტუმრო სახლი და 3 სასტუმრო, რომელთაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა კატეგორია მიენიჭათ. ქვეყნის ეკონომიკურ უწყებაში აღნიშნეს, რომ დანარჩენ შემთხვევებში განთავსების ობიექტებს გარკვეული მაკორექტირებელი სამუშაოების ჩატარება მოუწევთ, რათა რიგ შემთხვევებში განსაზღვრული კატეგორიის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილონ, მეორე მხრივ კი, გააუმჯობესონ საკუთარი ხარისხობრივი მაჩვენებლები იმისათვის, რომ უფრო მაღალ კატეგორიაზე ავლის საშუალება ჰქონდეთ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2004.html
| |||
Posted by Drakula | 13 Apr 2011, 11:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.