პოლიტიკა: ეგვიპტის ექს-პრეზიდენტი დაკავებულია | ![]() | World News | |
![]() ხოსნი მუბარაქი ჯერ კიდევ 10 აპრილს, დაკითხული იქნა ოპოზიციონერების მკაცრი დარბევისა და კორუფციული დანაშაულების გამო. სახელმწიფოს ექს-ხელმძღვანელის დაკითხვა სამშაბათს დილით დაიწყო. როგორც "ალ-ჯაჟირა" იუწყება, თავიდან გამომძიებლებმა მოითხოვეს, რომ მუბარაქი ქაიროში ჩასულიყო, თუმცა მან ჯამრთელობის ცუდი მდომარეობის გამო მოთხოვნაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც დაკითხვა დაიწყო, ექს-პრეზიდენტმა შიმშილი გამოაცხადა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მუბარაქს გული გაუხდა ცუდად, რის შედეგადაც იგი სავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. როგორც "ალ-ჯაჟირა" იუწყება, კლინიკაში ექს-პრეზიდენტი პოლიციის თანხლებით მივიდა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მისი დაკითხვა განახლდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მუბარაქის ორი შვილი-ალი და გამალი, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ შარმ-ელ-შეიხში, დააკავეს. ორივე მათაგანს დაკითხვის დროს დარაჯობდნენ. ისინი მამის მსგავსად დემონსტრანტების მკაცრ დარბევის ორგანიზაციასა და კორუფციაში არიან ბრალდებულნი. ამის გარდა, კვირას, 15 დღით, დაკავებული იქნა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახმედ ნაზიფი. ექს-პრეზიდენტი კორუფციასა და მშვიდობიანი, საპროტესტო აქციის მონაწილეების მკაცრ დარბევაშია ბრალდებული. შეგახსენებთ,რომ ეგვიპტეში სტიქიური მიტინგები რევოლუციით დასრულდა, რის შედეგადაც ხოსნი მუბარაქს თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება ჩამოერთვა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2000.html
| |||
Posted by consul | 13 Apr 2011, 11:14 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.