პოლიტიკა: აშშ ავღანისტანიდან 2014 წლის შემდეგადაც არ აპირებს წასვლას | World News | ||
აშშ-ს სამხედრო ძალები ავღანეთიდან 2014 წლის შემდეგაც არ აპირებს წასვლას. ამის შესახებ 12 აპრილს, ამერიკის ელჩმა პაკისტანში კემერონ მანტერმა განაცხადა. "ჩვენ ავღანეთიდან არ წავალთ. 2014 წლის შემდეგაც ჩვენ ამ რესპუბლიკაში დავრჩებით. ამასთან ერთად ვაშინგტონის პოლიტიკის აქცენტი ავღანეთში სახმედროდან სამოქალაქოზე გადავა." - განაცხადა მანტერმა. პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანას 2011 წლის ივლისიდან დაიწყებდა. ასევე ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ეს პროცესები 2014 წელს დასრულდებოდა. ამ დროისათვის ამერიკის კონტიგენტი 100 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. 2010 წელს ავღანეთში გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ, ნატოს მონაცემებით, 2777 ადამიანი შეადგინა. დაღუპულთა უმრავლესობა ანტისამთავრობო ელემენტების მსხვერპლი გახდა, რომლებიც ნაღმების ან თვითმკვლელი -ტერორსიტების აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1998.html
| |||
Posted by consul | 12 Apr 2011, 19:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.