ეს საინტერესოა: ბრაზილიაში „ლეგოსაგან“ 31 მეტრიანი კოშკი ააშენეს | World News | ||
ბრაზილიის სან-პაულუში „ლეგოს“ კონსტრუქტორების დეტალებისაგან ყველაზე მაღალი კოშკი ააშენეს. ამის შესახებ The Daily Telegraphიტყობინება. კონსტრუქციის სიმაღლემ, რომლის აწყობაზეც 4 დღე და 500 ათასი დეტალი დაიხარჯა, 31 მეტრი და 19 სანტიმეტრი შეადგინა. „ლეგოს“ კონსტრუქტორისაგან კოშკის მშენებლობის პროცესში ბავშვები და მათ მშობლები მონაწილეობდნენ. ბოლო დეტალის დაყენების უფლება წილად ხვდა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთის ორგზის მსოფლიო ჩემპიონს კაფუს. კოშკის აწყობის პროცესს „ლეგოს“ სათამაშოების გამოშვები დანიური კომპანიის სათაო ოფისიდან სპეციალისტები აკონტროლებდნენ. „ლეგოს“ კონსტრუქტორისაგან პირველი კოშკი 1988 წელს ლონდონში აშენდა. შემდეგ მსგავსი კონსტრუქციები ტორონტოში, ტოკიოში, სიდნეიში, მიუნხენსა და მოსკოვში გაჩნდა. საბავშვო კონსტრუქტორისაგან აგებული კოშკის სიმაღლის წინა რეკორდი 2008 წელს ჩილიში დაამყარეს. მაშინ აშენდა კონსტრუქცია 29 მეტრისა და 94 სანტიმეტრის სიმაღლით. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1982.html
| |||
Posted by Drakula | 12 Apr 2011, 08:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.