საზოგადოება: მინსკში მომხდარ ტერაქტში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან | Georgian News | ||
მინსკის მეტროში ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ პირველად მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება საქართველოს საელჩო ბელარუსში. „მოცემულ ეტაპზე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ტერაქტის დეტალებს შეისწავლის, მაგრამ ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან“, განუცხადეს ჟურნალისტებს საქართველოს საელჩოში მინსკში. ძლიერი აფეთქების შედეგად, რომელიც მინსკის მეტროპოლიტენის სადგურ „ოქტიაბრიასკაიაზე“ მოხდა, დაიღუპა 12 ადამიანი და 129 დაიჭრა. ამ აფეთქებამ უკვე მიიღო ტერაქტის კვალიფიკაცია და ბელარუსის მედიის მონაცემებით, არიან ეჭვმიტანილებიც. საქართველოს საელჩო იტყობინება, რომ შექმნილ კომისიასთან მუდმივი კონტაქტი აქვს და მოგვიანებით კიდევ ერთხელ გადაამოწმებს მონაცემებს საქართველოს მოქალაქეებზე. სხვადასხვა მონაცემებით, ბელარუსში 100 000-მდე ქართველი ცხოვრობს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1981.html
| |||
Posted by Drakula | 12 Apr 2011, 08:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.