პოლიტიკა: კალანდაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არა მხოლოდ კრიტიკას შეიცავს | Georgian News | ||
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არა მხოლოდ კრიტიკას შეიცავს, არამედ საქართველოში მიღწეულ მთელ რიგ პროგრესსაც აღწერს. ამის შესახებ 11 აპრილს, ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ ანგარიშში ძალიან მკვეთრად არის ხაზგასმული სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებაზე და იქ ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე საუბარია იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებაზე დაშვებული უნდა იყოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიები. რაც შეეხება კრიტიკას, როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ქართული მხარე ანგარიშში მოყვანილ ზოგიერთ საკითხს არ ეთანხმება. „მაგრამ ჩვენ ნებისმიერ კვალიფიციურ ანგარიშს მივესალმებით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1970.html
| |||
Posted by Drakula | 11 Apr 2011, 14:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.