პოლიტიკა: სააკაშვილი:ქვეყანაში ახალი ტიპის პოლიტიკოსები გამოჩნდნენ | Georgian News | ||
მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია,რომ ქვეყანაში ახალი ტიპის პოლიტიკოსები გამოჩნდნენ, რომლებიც ხალხისთვის საინტერესო თემებზე საუბრობენ და ხელისუფელბას საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებენ. "მინდა გითხრათ, რომ ეს მესამე კატეგორია საკმაოდ საშიშია მმართველი ძალებისათვის ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, მაგრამ ქვეყნისათვის ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია, რომ ახალი კლასის პოლიტიკოსები გამოჩნდენ, რომლებსაც საერთო პრინციპები აქვთ, არ ძულთ საკუთარი ქვეყანა, არ დასცინიან საკუთარ ხალხს, მტერთან არ არიან დაკავშირებულნი, სურთ რომ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს, თუმცა ხელისფლებას არ ეთანხმებიან და მისი შეცვლა სურთ. პირადად მე ვამაყობ რომ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკოსების კლასი ჩნდება. ჩვენი დაპირისპირება არის იდეების დაპირისპირება. ეს სწორი ოპოზიციონერები არიან. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა - "ყოველი ახალი კომპიუტერი, რომელიც სკოლებში გამოჩნდება, ჩვენი ახალი იარაღია და ახალ სასწავლო წელს ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს კომპიუტერს". მან აღნიშნა, რომ ყოველი განათლებული ადამიანი საქართველოს ჯარისკაცია. "ყოველი ახალი სასტუმრო, მაგალითად ანაკლია, ჩვენი სამშბოლოს დაცვის ახალი იარაღია, რამდენადაც ეს ახალი სახე, ახალი საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისათვის მაგალითი ხდება."-განაცხადა სააკაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1963.html
| |||
Posted by consul | 11 Apr 2011, 08:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.