საზოგადოება: პოლონეთში მოეწყობა პრეზენტაცია საქართველოს პირველი ლედის წიგნისა პოლონურ ენაზე | Georgian News | ||
11 აპრილს კრაკოვში მოეწყობა პრეზენტაცია საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ავტობიოგრაფიული წიგნისა „იდელიასტი ქალის ჩანაწერები“. როგორც ტრენდს პირველი ლედის პრეს-სამსახურში შეატყობინეს, მანამდე დაწერილ წიგინში ლეხ და მარია კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი თავია შესული. საქართველოს პირველი ლედი 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარიას ხსოვნისადმი ჩატარებულ პანაშვიდს ეწსრებოდა, რომელსაც კრაკოვში ვაველის ტაძარში ჰქონდა ადგილი. რულოვსმა მათი საფლავი გვირგვინით შეამკო. 11 აპრილს რულოვსი ასევე ეწვევა კლასიკური მუსიკის რადიოსადგურ RMF FM Classic-სა და მუსიკალურ აკადემიას. აკადემიაში იგი მოლაპარაკებებს ჩაატარებს ქართველი სტუდენტების სწავლების თაობაზე მარია კაჩინსკის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში. 13 აპრილს საქართველოს პირველი ლედი ვარშავაში ჩავა და მონაწილეობას მიიღებს მიღებაში, რომელსაც მკერდის კიბოსთან ბრძოლის ქალთა ორგანიზაცია „ამაზონკა“ ატარებს. ეს ორგანიზაცია სანდრა რულოვსს მკერდის კიბოსთან ბრძოლაში წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს. ჯილდოებს ასევე ეროვნულ სკრინინგ ცენტრის ქართველ ექიმებსაც გადასცემენ. პირველი ლედი ასევე მონაწილეობას მიიღებს ბეთჰოვენის ფესტივალის გახსნაში ვარშავის ეროვნულ ფილარმონიაში. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1959.html
| |||
Posted by Drakula | 11 Apr 2011, 08:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.