ეკონომიკა: წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლოა ცვლილებები იქნას შეტანილი | Georgian News | ||
წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლოა ცლილებები შეიტანონ. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაუნდურაშვილმა პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის 2011 წლის ცვლილებები უნდა იქნას დამტკიცებული. მისი განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელია და ამის გათვალისწინებით, შესაძლოა აუცილებელი გახდეს სახელწიფო ბიუჯეტში ცვლილებების კიდევ ერთხელ შეტანა. მინისტრის თქმით, თავიდან ბიუჯეტი 4,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვალისწინებული, მაგრამ მაჩვენებლი 5,5 პროცენტამდე გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში არსებული ციფრები შესაძლებელია 6,5-7 პროცენტამდე გაიზარდოს. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 348,8 მილიონ დოლარით გაიზრდება. მათგან ხარჯი 230 მილიონი იქნება, ხოლო დარჩენილი თანხა ბიუჯეტში დაგროვდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1951.html
| |||
Posted by consul | 08 Apr 2011, 14:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.