საზოგადოება: ბაქრაძემ საქართველოს 9 აპრილის მე-20 წლისთავი მიულოცა | Georgian News | ||
პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ საქართველოს 9 აპრილის მე-20 წლისთავი მიულოცა. როგორც მან 8 აპრილს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად 9 აპრილის შემდეგ ქვეყანაში წარმოშობილი მრავალი სირთულისა, საქართველოს სახელმწიფო შედგა. „ამ 20 წელმა ყოველი ჩვენგანის თვალწინ ჩაიარა. ეს ურთულესი წლები იყო, მაგრამ ყველა პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად ქართული სახელმწიფო შედგა და, ალბათ, ეს ყოველი ჩვენგანის ოცნება იყო. ვისურვებდი, რომ როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ იუბილეს აღვნიშნავთ, პრობლემები გადაჭრილი იყოს და აღდგენილი იყოს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო ქვეყანა იმდენად განვითარებადი გახდეს, როგორიც იგი დღეს არის, 20 წლის წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით“, - აღნიშნა ბაქრაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1948.html
| |||
Posted by Drakula | 08 Apr 2011, 13:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.