საზოგადოება: საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლება გაძლიერდება | Georgian News | ||
განათლების სამინისტროს სასწავლო პროგრამებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და იტალიის ელჩმა საქართველოში ვიტორიო სანდალიმ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ესწრებოდა. დოკუმენტის გაფორმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებასა და განვითარებას; თანამშრომლობას იტალიური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერების მიზნით საქართველოს ზოგადსაგანმანათებლო სკოლებში; იტალიური ენის მიმართ ინტერესის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების მხარდაჭერას; მეთოდოლოგიური ლიტერატურისა და სასწავლო მასალების ორმხრივ გაცვლას, გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას. მომავალი სასწავლო წლიდან ქართულ საჯარო სკოლებში დაინერგება იტალიური ენის, როგორც ერთ-ერთ უცხოური ენის სწავლება. იტალიური ენის საგანმანათებლო პროგრამების შესაქმნელად იმუშავებს ერთობლივი ჯგუფი, რომელშიც ქართველი და იტალიელი ექსპერტები შევლენ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1946.html
| |||
Posted by Drakula | 08 Apr 2011, 11:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.