ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ღვინის ლაბორატორიას ყიდის | Georgian News | ||
მთავრობა ღვინის ლაბორატორიის გაყიდვას აპირებს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ სახელმწიფო და კერძო ლაბორატორია არათანაბარ კონკურენტულ პირობებშია. მთავრობაში აცხადებენ, რომ ღვინის მწარმოებლები უპირატესობას ანიჭებენ, ტესტირებისათვის ლაბორატორია „სამტრესტს“ მიმართონ. 2003 წლის 26 დეკემბერს, ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი „სამტრესტი“ გახდა, შემდეგ კი 2006 წლის აპრილში „სამტრესტმა“ ღვინის სპეციალური ლაბორატორია შექმნა. ლაბორატორიის აღჭურვასა და პერსონალის ტრენინგში არსებითი დახმარება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ გასწია. ამ ლაბორატორიის გაჩენამ თანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაკონტროლების საშუალება მისცა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ღვინის ხარისხი. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ „სამტრესტის“ ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი მონაწილეობა ფონდში, რომელიც შპს „ღვინის ლაბორატორიის“ დამფუძნებელია, ხელს უშლის „სამტრესტს“, სრულფასოვნად და მიუკერძოებლად გაატაროს ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა და ვითარებით წამოყენებული ამოცანები გადაჭრას, ვინაიდან „სამტრესტი“ ვალდებულია, განახორციელოს ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი და, მათ შორის, შეამოწმოს „ღვინის ლაბორატორიის“ დასკვნების სისწორე, რომლის დანფუძნებელიც თავად არის. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1936.html
| |||
Posted by Drakula | 08 Apr 2011, 08:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.