პოლიტიკა: შემოდგომაზე თბილისს ნატოს ელჩები ეწვევიან | Georgian News | ||
მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისს ნატოს ელჩები ეწვევიან. ამის შესახებ გამოცემა „მოსკოვური ამბებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. „შემდგომაზე თბილისში ნატოს ელჩებს ველოდებით; შესაძლოა, აქვე ჩატარდება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაც“, - განაცხადა მან. მისი თქმით, „საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რათა ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს“. „მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში საქართველოსთვის მოთხოვნათა ზღვარი უფრო მაღლაა დაწესებული, ვიდრე ალიანსში ზოგიერთი უკვე შესული ქვეყნისათვის, ჩვენ გადავლახავთ მას და სწორედ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, 2-3 წელი დაგვჭირდება. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ამ ორგანიზაციაში შესვლისთვისაც მივისწრაფით, მაგრამ წმინდა ტექნიკურად აქ მეტი პირობაა, რომლებსაც უნდა შევესაბამებოდეთ“, - აღნიშნა ბარამიძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1929.html
| |||
Posted by Drakula | 06 Apr 2011, 16:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.