პოლიტიკა: ტექნიკურად, საქართველო ნატოში შესასვლეად 2 ან 3 წელიწადში იქნება მზად | Georgian News | ||
ტექნიკურად, საქართველო ნატოში შესასვლელად 2 ან 3 წელიწადში იქნება. ამის შესახებ "მოსკოვის ახალ ამბებს" ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არსებულმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განუცხადა. "ნატოს შეფასებით ჩვენ წინ აუცილებელი რეფორმების გზით მივდივართ, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმებით განისაზღვრება. ჩვენ სავსებით ეფექტურად ვიყენებთ ნატო-საქართველოს კომისიის მექანიზმს, როდესაც მის ფორმატში აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ. შემოდგომას ჩვენ თბილისში ნატოს ელჩს ველოდებით და შესაძლოა, რომ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთანაც შედგეს შეხვედრა."-აღნიშნა ბარამიძემ. კომენტარის გაკეთებისას ჟურნალისტის კითხვაზე, იმის შესახებ, რომ რუსეთი ნატოს გაფართოებით და ამ ორგანიზაციაში საქართველოს შესვლით კმაყოფილი არ არის, ბარამიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს საფრთხედ არ მიიჩნევს, და თუ ალიანსი მისთვის საფრთხეს მართლაც არ წარმოადგენს, მაშინ მოკოვს მისი გაფართოების საკითხიც არ უნდა აინტერესებდეს. "საქართველო რუსეთს პარტნიორულ ურთიერთობას სთავაზობს. ერთმანეთს ბორბალში ჯოხი არ უნდა ჩავუდოთ. ჩვენ შესაძლოა ურთიერთება ყველა სფეროში ვაწარმოოთ. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გავქვს. თუ ნატო იმ ორგანიზაციად გარდაიქმნება, რომელიც იმ ქვეყნების წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, რომელებიც ბლოკის წევრები არ არიან, მაშინ ჩვენი ამ ორგანიზაციისადმი მიზიდულებაც შემცირდება"-აგანაცხადა მინისტრმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1923.html
| |||
Posted by consul | 06 Apr 2011, 15:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.