პოლიტიკა: აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას პირველად ჩაუდგება სათავეში ქალი | World News | ||
ბარაკ ობამამ აშშ-ის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დები ვასერმან-შულცის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ Associated Pressიტყობინება. მოსალოდნელია, რომ ეროვნული კომიტეტის წევრები ობამას არჩევანს მოიწონებენ და პირველად აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ისტორიაში მას ქალი ჩაუდგება სათავეში. დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვასერმან-შულცი ვირჯინიის ყოფილ გუბერნატორს ტიმ კეინს შეცვლის, რომელიც პარტიას 2009 წლიდან ედგა სათავეში. კეინმა ადრე განაცხადა, რომ ვირჯინიის სენატორის ადგილისთვის აპირებს ბრძოლას. 44 წლის დები ვასერმან-შულცს საკვანძო როლის შესრულება მოუწევს ბარაკ ობამას ახალი საპრეზიდენტო კამპანიაში. ობამამ 4 აპრილს მეორე ვადაზე კენჭისყრის განზრახვის შესახებ განაცხადა. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2012 წლის ნოემბერში ჩატარდება. 2005 წლიდან ვასერმან-შულცი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია ფლორიდის შტატიდან. 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის საწყის ეტაპზე ვასერმან-შულცი ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ ბარაკ ობამას აქტიური მომხრე გახდა. ობამას მხარდაჭერას კონგრესმენი მას შემდეგაც აგრძელდება, რაც მან პრეზდიენტო თანამდებობა დაიკავა. დები ვასერმან-შულცი სამი ბავშვის დედაა. იგი კონგრესის წევრის გაბრიელ გიფორდსის ახლო მეგობარია, რომლის სიცოცხლეზეც ხელყოფას ჰქონდა ადგილი 2011 წლის იანვრის დასაწყისში. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1918.html
| |||
Posted by Drakula | 06 Apr 2011, 15:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.