ეს საინტერესოა: იტალიაში და ვინჩის ცნობილი გმირის ნეშტის ძებნას დაიწყებენ | World News | ||
იტალიაში სტარტი მიეცა ლიზა დელ ჯოკონდოს დაკრძალვის ადგილის ძებნის პროექტს. ჯოკონდა არის ქალი, რომელიც, როგორც ტრადიციულად მიჩნეულია, ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილ ნახატზეა გამოსახული. ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა 5 აპრილს ფლორენციაში, იუწყება ASCA. მკვლევარებმა უკვე დაიწყეს შესწავლა დოკუმენტებისა, რომლებიც საშუალებას მისცემს, ზუსტად დაადგინონ მონა ლიზას ნეშტის ადგილმდებარეობა. ძებნის პროცესი საკუთრივ 27 აპრილს ფლორენციაში წმინდა ურსულას ყოფილი მონასტრის ტერიტორიაზე დაიწყება, სადაც, როგორც მიიჩნევა, 1542 წელს ლიზა დელ ჯოკონდო (დაბადებული როგორც გერარდინი) დაასაფლავეს. პროექტს პროფესორი სილვანო ვინჩენტი ხელმძღვანელობს, რომელიც ადრე წარმატებით იყო დაკავებული კარავაჯოს, პეტრარკის, ბოიარდოს, პიკო დელა მირანდოლას ნეშტების ძებნით. მისი თქმით, თუ დასაფლავების ადგილს იპოვიან, ნეშტს, პირველ რიგში, დნმ-ის ექსპერტიზაზე გააგზავნიან, რათა დაადასტურონ, რომ იგი ნამდვილად ჯოკონდას ეკუთვნის. შემდეგ, თუ ნაპოვნი იქნება თავის ქალა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიხედვით აღადგენენ ქალბატონის სახეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაადგინონ, იგი არის თუ არა გამოსახული ლეონადროს პორტრეტზე. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1916.html
| |||
Posted by Drakula | 06 Apr 2011, 15:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.