საზოგადოება: ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა ალიმეტრის გაუმართაობა იყოს | Georgian News | ||
ოფიციალური პირები კონგოში მომხდარი კატასტროფის ბოლო ვერსიაზე კომენტარს არ აკეთებენ, რომლის თანახმად ავიალაინერის ავარიის მიზეზი შესაძლოა ალიმეტრის გაუმართობა იყოს. არსებულ საკითხზე კომენტრი არც "საქაერონავიგაციის" ხელმძღვანელს გიორგი კარბელაშვილს და არც ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას არ გაუკეთებია კომენტარი. უარის თქმის მოტივი ის იყო, რომ სპეციალურმა კომისია კატასტროფის გამოძიება ახლა დაიწყო. კონგოში მყოფ ქართველებს შორის გავრცელებული ინფორმაციის თანახად, კატასტროფის მიზეზი ალიმეტრის გაუმართაობა იყო. კერძოდ, ამ ვერსიის თანახმად, ბოლო წუთს სიმაღლის მაჩვენებელი 400 მეტს აღწევდა, რამაც ეკიპაჟი შეცდომაში შეიყანა, მათ ლაინერის სწრაფად დაშვება დაიწყეს,მაგრამ რეალურად ისინი მიწიდან რამოდენიმე მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ,თვითმფრინავი მიწას მთელი ძალით დაენარცხა და ცეცხლი წაეკიდა. აღნიშნული ვერსიის წყაროს ეკიპაჟის ერთადერთი წევრი-კაპიტანი დავით ოგანესიანი წარმოადგენდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1906.html
| |||
Posted by consul | 05 Apr 2011, 18:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.