მეცნიერება-ტექნოლოგიები: ტექნოლოგიურ ბაზარზე შესაძლოა თითქმის მილიარდი დოლარის ოდენობის გარიგება განხორციელდეს | World News | ||
კორპორაცია Google-მა კომპანია Nortel-ის კუთვნილი პატენტების შეძენაზე განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ ინტერნეტ-კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე არის ნათქვამი. Google აპირებს Nortel-ის პატენტების შეძენას იმისათვის, რომ საკუთარი საპატენტო პორტფოლიო გაზარდოს. პირველ რიგში, ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო მტკიცედ იგრძნოს თავი სასამართლო გარჩევებში. იმ შემთხვევაში, თუ Nortel-ის პატენტებს სწორედ Google მიიღებს, უკანასკნელი შეძლებს პატენტების დარღვევის საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლოგარეშე შეთანხმებებამდე მისვლას კროს-ლიცენზირების საშუალებით. კომპანია Nortel-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში დაზუსტებულია, რომ Google-მა განაცხადი შეიტანა საერთო ჯამში 6000 პატენტისა და პატენტის განაცხადის შესყიდვაზე. Google მზადაა, ამ პატენტებისათვის 900 მლნ დოლარი გადაიხადოს. ამასთან, Nortel-მა პატენტების გაყიდვასთან დაკავშირებული აუქციონის ჩატარების განზრახვის თაობაზე განაცხადა. მასში სხვა კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას, თუმცა ამისათვის მათ Google-ის მიერ გამოცხადებულ თანხაზე მეტის თქმა მოუწევთ. აუქციონის ჩატარება 2011 წლის ივნისისთვის არის დანიშნული. თუმცა, აუქციონის ჩატარების ნებართვა ამერიკულმა და კანადურმა სასამართლოებმა უნდა გასცენ. საქმე ისაა, რომ ამჟამად Nortel გაბანკროტების პროცედურას გადის. საპატენტო პორტფოლიოს გარდა, Nortel სხვა აქტივებსაც ყიდის. კერძოდ, მარტის ბოლოს კომპანია Microsoft-მა IPv4 ფორმატის 650 ათასზე მეტი IP-მისამართის შეძენის შესახებ განაცხადა 7.5 მლნ დოლარად. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1904.html
| |||
Posted by Drakula | 05 Apr 2011, 18:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.