პოლიტიკა: ჰაიტის პრეზიდენტად მუსიკოსი აირჩიეს | World News | ||
წინასწარი შედეგის თანახმად, ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული მიშელ მარტელი გახდა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presseსაამომრჩევლო კომისიის წარმომადგენელზე მინიშნებით. მარტელის ამომრჩეველთა 67.57%-მა დაუჭირა მხარი. მის მეტოქეს - ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის მირლანდ მანიგას ხმათა 31.74% ერგო. თუმცა, ოფიციალური შედეგები მხოლოდ 16 აპრილს გამოცხადდება. ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2011 წლის 20 მარტს გაიმართა, ამასთან თავდაპირველად მარტელის მასში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. 2010 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარებული არჩევნების პირველის ტურის ოფიციალური შედეგების მიხედვით, მეორე ტურში გადავიდა ჟიუდ სელესტენი, რომელიც სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის რენე პრევალის მემკვიდრედ მიიჩნეოდა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ჰაიტიზე უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. რესპუბლიკის მაცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ ხმების დათვლა დარღვევებითა და ჩაწყობებით მოხდა, არჩევნების მეორე ტურში კი მარტელი უნდა გასულიყო. შედეგად სწორედ იგი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი. აღსანიშნავია, რომ მარტელი ჰაიტიზე ცნობილი მუსიკოსი გახლავთ. მას მხარს უჭერდა ჰაიტის წარმომავლობის სხვა ცნობილი მუსიკოსი - უაიკლეფ ჯინი. თავდაპირველად ჯინს თავად სურდა ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა უარი მიიღო, ვინაიდან ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ში გაატარა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1893.html
| |||
Posted by Drakula | 05 Apr 2011, 10:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.