პოლიტიკა: ბულგარეთი საქართველოს ევროკავშირში შესვლას მხარს უჭერს | Georgian News | ||
ბულგარეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბულგარეთის სახალხო კრების წარმომადგენელთან ცეცკი ცაჩევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და ბულგარეთს ბევრი საერთო აქვს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში და ამ მიმართულებით მხარეებს შორის ურთიერთობა მომავალში გაღრმავდება. ცაცევმა განაცხადა, რომ ბულგარეთი მზადაა საქართველოს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს. "ჩვენ საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს ვუჭერთ და გვსურს, რომ იგი ევროპული სეიმის წევრი გახდეს"-განაცხადა მან. დღეს ქართული და ბულგარული მხარე ეკონომიკის სამინისტროში საჰაერო გადაზიდვის თაობაზე ხელსეკრულებას მოაწერს ხელს, რის შემდეგადაც ბულგარეთის სახალხო კრების თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურს შეხვდება. ბულგარეთის დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც შეხვდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1788.html
| |||
Posted by consul | 28 Mar 2011, 12:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.