მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველო გზების მშენებლობის გერმანულ ტექნოლოგიებს აითვისებს | Georgian News | ||
საქართველო გზების მშენებლობის გერმანულ ტექნოლოგიებს აითვისებს. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ბერლინში ჩქაროსნულ გზატკეცილზე გზის საფარის გამოცვლის პროცესს გაეცნო. მისი თქმით, ახალი ტექნიკა ერთდროულად აგებს ასფალტის ორ შრეს, რაც დროისა და სახსრების ეკონომიის საშუალებას იძლევა. ნიკოლაიშვილი ასევე შეხვდა პოტსდამის მერს მატიას კლიფტს. გადაწყდა, რომ მომავალში საქართველოში ველოსიპედებისათვის განკუთვნილი ტრასების მშენებლობა დაიწყება. „ჩვენთან აქტუალურია ძველი კვარტლების რეაბილიტაცია, ვინაიდან მსგავსი პროექტები მრავალ ქალაქში ხორციელდება. ჩვენ თვალს ვადევნებდით იმას, თუ როგორ ხორციელდებოდა ასეთი პროექტი პოტსდამში. საუბარი ასევე ალტერნატიულ ტრასებს შეეხო. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ამით დაკავებული ყველა სამსახური დახმარებას გაგვიწევს“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე გერმანიის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1724.html
| |||
Posted by Drakula | 23 Mar 2011, 11:55 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.