aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ლიბია: მიზანი გასაგებია, სტრატეგია კი გაურკვეველი World News  World News 
ლიბიაზე თავდასხმის ფრონტს ოპერაციის Odyssey Dawn დაწყებიდან 24 საათში უკვე ბზარები გაუჩნდა, როგორც ავსტრიის ერთ-ერთი გაზეთი Der Standard წერს. არაბ სახელმწიფოთა ლიგამ, რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებმაც ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს გაეროს მიერ რეზოლუციის მიღებისას, გააკრიტიკეს კოალიცისს ძალების მოქმედება, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა.



ამავე დროს მუამარ კადაფმა პირველ წარმატებასაც მიაღწია, როგორც ვარაუდობს სტატიის ავტორის ალექსანდრე ფიოდერლ-შმიდი. მან მოხერხებულად გაავრცელა ინფორმაცია 64 დაღუპულ მშვიდობიანი მოქალაქისა და ხიდის დანგრევის შესახებ - იცოდა რა ამ მონაცემების გადამოწმება გაჭირდებოდა.


ჟურნალისტი აღნშნავს, რომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია 1973 ობიქტრუ შესაბამისობაში მოდის არსებულ სიტუაციასთან, მაგრამ თუ რას ნიშნავს შემდეგი წინადადება - ,,მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად გაეროს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი აუცილებელი საშუალება"- გაურკვეველია, თუ სად გადის ამ ,,ნებისმიერი აუცილებელი საშუალებათა" ზღვარი.


პოლიტიკოსები და სამხედრო პირები არ საუბრობენ იმის თაობაზე თუ რამოხდება ლიბიის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების შემდგომ, თუკი კადაფი არ დანებდება მათ, აღნიშნავს გაზეთი. ამ საკითხე შედარებით ნათელი პასუხი გასცა კოსოვოში ნატოს ყოფილმა ხელმძღვანელმა უესლი კლარკმა: ,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრობლემები იქნება მანამ სადამდეც კადაფი დარჩება მმართველად.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს რეზოლუცია არ შეიცავს მანდატს ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. შესაბამისად ჩნდება კითხვა შენრჩუნდება თუ არა კადაფის ხელისუფლება? რამდენად შორს შეიძლება წავიდეს კოალიცია? რა მოხდება თუ ამბოხებულების სუსტები აღმოჩნდებიან და ვერ შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას? ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატოს არ აქვს უფლება შეიყვანოს ქვეითი ჯარი ლიბიაში. ამასთან პასუხი კითხვაზე თუ რა იქნება კადაფის შემდეგ, რომელიც ლიბიას მართავდა 41 წელი და ამ დროის განმავლობაში შე3ძლო ჩაეხშო ნებისმიერი ოპოზიციური გამოსვლა, ჯერ კიდევ უცნობია.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1698.html
Posted by Legatuss | 21 Mar 2011, 21:03 | News »
 

"პოლიტიკა: ლიბია: მიზანი გასაგებია, სტრატეგია კი გაურკვეველი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 1
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian