პოლიტიკა: ბელგია შეუერთდება ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას | World News | ||
დღეს ბელგია შეუერთდება ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პიტერ დე კრემმა უწოდა ,,ომი". თავდაცვის მინისტრის განცხადებით ,,ეს საბრძოლო ოპერაცია შეიძლება ითქვას რომ ფაქტიურად ომია. იგი შეიძება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირაზე უფრო დიდ ხანს." დღეიდან კოალიციის ჯარს შეუერთდება ბელგიის საზღვაო-სახმელეთო გამანადგურებელი ფ-16, ნაღმოსანი ტრაილერი ,,ნარგიზი" და 250 სამხედრო მოსამსახურე. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს გაერომ მიიღჴ რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ოპერაციის განხორციელაბას მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ლიბიის მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად. სამხედრო ოპერაცია დაიწყო შაბათს. მასში მონაწილეობას იღებს: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა და მას შეურთდება ესპანეთი. კოალიციამ უკვე განახორციელა სარაკეტო დარტყმები ლიბიის საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე. ლიბიის საინფორმაციო საშუალებების ცნობით კოალიციამ დარტყმები განახორციელა სამოქალაქო ობიექტებზე და ქალაქებზე, მათ შორის: ტრიპოლი, ბენგაზი, ზუვარე და მისრატის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნავთობის საწყობებზე, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. დასავლეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით კი საჰერო დარტყმების მსხვერპლთა რიცხვი მშვიდობიან მოქალაქეთა შორის აღწევს 64. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1697.html
| |||
Posted by Legatuss | 21 Mar 2011, 21:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.