პოლიტიკა: საფრანგეთი ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებას გეგმავს | World News | ||
საფრანგეთის მთავრობა ლიბიაში რამდენიმე საათის განმავლობაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ 18 მარტს იტყობინება Лента.ру მთავრობის წარმომადგენლის ფრანსუა ბარუანის განცხადებაზე მინიშნებით. პარასკევს ღამით გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ლიბიაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით. დოკუმენტი მსოფლიო საზოგადოებას ანიჭებს უფლებას, გამოიყენოს ნებისმიერი ზომები ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის დაუშვებლობისათვის, პირდაპირი სამხედრო შეჭრის გარდა. თავის მხრივ, ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მომხრეებმა განაცხადეს, რომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის ერთიანობისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან დოკუმენტი „მოუწოდებს ლიბიელებს, მოკლან ერთმანეთი“. მანამდე ტრიპოლში გაფრთხილება გასცეს, რომ ნებისმიერ „შეიარაღებულ ქმედებაზე“ საპასუხოდ სამოქალაქო თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ და გემებს ჩაძირავენ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1635.html
| |||
Posted by Drakula | 18 Mar 2011, 10:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.