საზოგადოება: საქართველოს მუსულმანები ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს აღნიშავენ | ![]() | Georgian News | |
![]() ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. კერძოდ, ხუთშაბათს 15:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართება კონცერტი, რომლის ორგანიზატორებია აზერბაიჯანის ბიზნეს-ასოციაცია საქართველოში (AZEBI) და საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი. ამას გარდა, რესტორან „სოფლის სახლში“ ქართულ-აზერბაიჯანული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. დღესასწაულს თბილისის მერი გიგი უგულავა, ხელისუფლებათა წარმომადგენლები და ქართული პარლამენტის დეპუტატები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული სამყაროს ბოლო დღის დასასრულსა და ერთდროულად სამარადისო სიცოცხლის დადგომას სიმბოლიზირებს. კავკასიაში ნოვრუზ ბაირამს ტრადიციულად აღნიშნავს ისლამის მიმდევარი მოსახლეობა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1619.html
| |||
Posted by Drakula | 17 Mar 2011, 09:19 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.