პოლიტიკა: სააკაშვილი: საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით ევროპაში კონსენსუსი არ იქნა მიღწეული | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში საქართველოს ნატოში გაერთიანების თაობაზე კონსენსუსი არ არის მიღწეული. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია PBS-ის პირდაპი ეთერში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, "საქართველო ნატოში მოხვედრის მსურველ ქვეყნებს შორის ერთერთი საუკეთესო მოსწავლეა და საუკეთესო შეფასებას ღებულობს." მან აღნიშნა, რომ "რეფორმები, რომლებსაც საქართველო ატარებს, მათ შორის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, ყოველთვის საუკეთესო შეფასებას ღებულობს, თუმცა ნატოს წევრობა ამ ორგანიზაციის წევრების გადაწვეტილებაზეა დამოკიდებული." "ჩვენ ნატოსთან ურთიერთოების ახალ ეტაპზე ვერ გადავდივართ, თუმცა ამაში აშშ არაა დამანაშავე და ამის მიზეზი ევროპაში კონსენსუსის არ არსებობაა. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ რეგიონზე გავლენას გეოპოლიტიკური ფაქტორი ახდენს"-განაცხადა სააკაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1601.html
| |||
Posted by consul | 16 Mar 2011, 09:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.