გარემო: იაპონიას თავს დაატყდა მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი | World News | ||
11 მარტს იაპონიის ჩრდილოეთით კუნძულ ჰონსიუს თავს დაატყდა მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი. შედეგად ბოლო ინფორმაციით დაიღუპა 32 ადამიანი (უკვე განახლებული ინფორმაციით, სხვადასხვა წყარო იუწყება 400 დან 1200 ადამიანამდე) , და უამრავი დაკარგულია. ინფორმაცია დაღუპულთა და დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ მუდმივად იცვლება. მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 8.9 ბალი. ამ სიმძლავრის მიწისძვრა ჯერ არ დაფიქსირებულა იაპონიაში. პროგნოზების თანახმად მომდევნო თვის განმავლობაში კუნძულს შესაძლო კიდევ განმეორდეს 7 ბალამდე მიწისძვრები. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთით დანგრეული ხიდები და ტრასები, წალეკილია მთელი სოფლები. ზარალი უზომოდ დიდია და შეფასებელია. ტოკიოს და მისი მიმდებარედ მილიონობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ტოკიოს მახლობელ ქარხნებში მძვინვარებს ხანძარი. https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1556.html
| |||
Posted by newsadmin | 11 Mar 2011, 12:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.