შოუ-ბიზნესი: თბილისში პროფესიული განათლების პირველი გამოფენა გაიმართება | Trade Shows & Forums | ||
მიმდინარე წლის 5-13 მარტს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მე-11 პავილიონში გაიმართება უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა „საქართველოს განათლების კვირეული 2011“.
ღონისძიების ორგანიზატორებია საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც კერძო, ისე უცხოური საგანმანათებლო დაწესებულებები: უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და დონორული ორგანიზაციები, რომლის ძირითადი მიზანია საგანმანათებლო სექტორის განვითარება და ხელშეწყობა.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება მონაწილეთა პრეზენტაციები და ღია კარის დღეები. აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაესაუბრონ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს, გაეცნონ მათ წინადადებებს, სასწავლო პროგრამებსა და სწავლის პირობებს.
ასევე გაიმართება პროფესიული წრეების შეხვედრები, ახალი პროექტების პრეზენტაციები, ახალი ინიციატივების განხილვა და პროფესიული გამოცდილების გაცვლა. გამოფენის ოფიციალური გახსნა გაიმართება 5 მარტს 11:00 საათზე. გამოფენას განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თბილისის ვიცე-მერი დავით ნინიძე და სხვა ოფიციალური პირები გახსნიან. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1437.html
| |||
Posted by Drakula | 02 Mar 2011, 17:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.