შპს "ჰავა" - გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი
განვადების ახალი სისტემა - ენერგოკრედიტი
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში
რომელიც მიმართულია სამრეწველო და სამომხმარებლო კლიენტებისადმი ენერგო ინტენსიურობის შემცირებაში და განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთესი გამოყენების სფეროში დახმარების აღმოჩენისკენ, ჩვენი კლიენტებისთვის შესაძლებელია კრედიტის მიღება ხელსაყრელი პირობებით.
ახალი სამომხმარებლო ენერგო ეფექტური სესხები გამიზნულია ენერგო ეფექტური პროდუქტების გამოყენების მხარდასაჭერად. შესაფერისი კლიენტებისათვის გათვალისწინებულია 15%-იანი სუბსიდირება.
პროდუქტის ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შენაძენის გაკეთებისთანავე, სისტემის მონტაჟის დასრულებითანავე
კლიენტს უკან უბრუნდება ღირებულების 15%.
სუბსიდირება გათვალისწინებულია იმ ენერგო ეფექტური მოწყობილობების შესაძენად რომელიც მაღალი ტექნიკური ეფექტურობით გამოირჩევა.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ შერჩეული ექსპერტების მიერ შეიქმნა შესაფერისი მოწყობილობების ნუსხა, შესაფერისი პარამეტრებით.
აღნიშნულ პარამეტრებს აკმაყოფილებს "არისტონის" ფირმის გათბობის ქვაბები და მზის სისტემები.