| ''რომპეტროლი'' ხდება საუნივერსიტეტო სპორტის სპონსორი | | ბიზნესი და ეკონომიკა |
კომპანია "რომპეტროლი" ხდება საუნივერსიტეტო სპორტის სპონსორი. ამ საკითხთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი მოეწერება 9 ნოემბერს 12 საათზე ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში.
მემორანდუმის თანახმად, 2010–2011 წლებში "რომპეტროლი" დაეხმარება ყველა საუნივერსიტეტო სპორტულ ტურნირს, რომლებიც ჩატარდება სახელწოდებით "რომტეროლიადა".
"რომპეტროლი" ექვსი წელია მოღვაწეობს და მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში სპორტის განვითარებას. გარდა ამისა უკვე სამი წელია აფინანსებს ავტოსპორტს, მხარს უჭერს რაგბს და სპორტის სხვა სახეობებს.
|
განათავსა - nanikochanturidze | 09 ნოემ. 2010, 09:44 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველო ელექტრომობილებზე გადასვლას იწყებს | | საქართველოს ამბები |
საქართველოს სამთავრობო ავტოპარკი შემცირდება მინიმუმ სამჯერ და მთლიანად გადავა ელექტრომობილებზე, რის შესახებაც განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის სიტყვებით, ელექტროენერგია საწვავთან შედარებით ორჯერ იაფია, ამიტომ ელექტრომობილებზე გადასვლა ხელს შეუწყობს ეკოლოგიური სისუფთავის შენარჩუნებასა და ხარჯების შემცირებას.
|
განათავსა - nanikochanturidze | 09 ნოემ. 2010, 09:43 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| სიახლე საქართველოს ბანკში | | ბიზნესი და ეკონომიკა |
საქართველოს ბანკი" კლიენტებს ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს.
ამიერიდან კლიენტს ბანკში მისვლის გარეშე, sms–ის საშუალებით
შესაძლებლობა ექნება მიიღოს კრედიტი.
ამ ახალი პროდუქტით სარგებლობა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ პირებისათვის, ვისაც ხელფასი ერიცხება საქართველოს ბანკში.
ინფორმაციას sms კრედიტის აქტივაციის შესახებ კლიენტი მიიღებს მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით და 300 დღის განმავლობაში შეეძლება ბანკომატიდან თანხის გამოტანა.
|
განათავსა - nanikochanturidze | 08 ნოემ. 2010, 19:20 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|