აჭარაში კიდევ ერთი სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა იწყება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აჭარაში კიდევ ერთი სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა იწყება. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა დანისფარაულში სპორტული ბაზა გაიხსნა. 2011 წლის ბოლოს რეგიონის მაღალმთიან რაიონში ეს ბაზა მესამე საკურორტო ზონა გახდება. აქ განთავსდება საქართველოში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა, საბაგირე ბილიკი, ასევე აშენდება კოტეჯები. მოცემულ ეტაპზე დანისფარაულის სპორტულ სკოლაში სამი ინსტრუქტორი 100-მდე ბავშვს ასწავლის. დღეს მათ საქართველოს პრეზიდენტი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა მოყვა დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სათხილამურო სპორტი მასიურად უნდა იქცეს. ამისათვის სკოლებში ინვენტარი უფასოდ დარიგდება. წლის ბოლომდე აჭარაში დაგეგმილია სათხილამურო ექსპერიმენტალური საწარმოს გახსნა. პარალელურად ათასწლეულის ფარგლებში ჩატარდება ხულო-ადიგენის გზის რეაბილიტაცია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_982.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 იან. 2011, 14:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.