თურქმენეთში ქართული კინოს დღეები გადის | მსოფლიოს ამბები | ||
აშხაბადში 25-დან 28 იანვრამდე ქართული კინოს დღეები გადის. აქცია თურქმენეთის კულტურისა და ტელერადიომაუწყებლობის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მონაწილეობითაა ორგანიზებული. ამ დღეებში ძველი ქართული კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, კვლავ ნახონ ქართული კინემატოგრაფის კლასიკა. ეს ყველასათვის ნაცნობი და რამდენიმე თაობისათვის საყვარელი ფილმებია: „არ იდარდო“, „ვერის უბნის მელოდიები“, „მიმინო“, „კუკარაჩა“, „ქეთო და კოტე“. ფილმების ჩვენება წარმოებს კინოსაკონცერტო დარბაზებში „თურქმენეთი“ და „ვატანი“. 25 იანვარს კინოსაკონცერტო დარბაზ „თურქმენეთში“ შედგა ფილმ „ჯარისკაცის მამის“, ხოლო „ვატანში“ – „მიმინოსა“ და „შერეკილების“ ჩვენება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_979.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 იან. 2011, 10:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.