ციურიხში ქართული ღვინის სახლი გაიხსნება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის სახლი გაიხსნება. ამის თაობაზე „კომერსანტს“ შეატყობინა სახლის დამფუძნებელმა, შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ზვიად არაბიძემ. მისი სიტყვებით, სპეციალიზებულ მაღაზიაში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ქართული ღვინის დეგუსტაციის ჩატარება და მათი შეძენა. ქართული ღვინის სახლის გახსნა 26 მაისზე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზეა დაგეგმილი. ამ დღეს ქართული სათვისტომო ციურიხში ქართული კულტურის დღეებსაც გახსნის. როგორც არაბიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე იგი ქართულ ღვინის კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, მომავალში ციურიხში ქართული კულტურის ცენტრის გახსნაც იგეგმება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_966.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 იან. 2011, 17:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.