სსფ მხარს უჭერს გადასახადთა ნაწილის ამაღლების შესაძლებლობას რეფერენდუმის გარეშე | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს ღია მხარდაჭერას საქართველოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს გადასახადთა ამაღლების შესაძლებლობას რეფერენდუმის ჩატარების გარეშე. ფონდი დადებითად აფასებს მთავრობის ნაბიჯს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში გამონაკლისების შეტანასთან დაკავშირებით, რომლებიც ითვალისწინებს საერთო სახელმწიფოებრივი ახალი გადასახადების ან ზღვრული განაკვეთების ამაღლებას რეფერენდუმის გზით. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 15 დეკემბერს მიიღო. თავდაპირველი პროექტისაგან განსხვავებით, საბოლოო ვერსია შეიცავს შესწორებას, რომლის შესაბამისადაც ორგანული კანონი დააწესებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც მთავრობა გადასახადის ამაღლებას რეფერენდუმის გარეშე შეძლებს. ცვლილებები ძალაში 2013 წლის ბოლოს შევა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_960.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 იან. 2011, 20:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.