აჭარაში ირანელ ტურისტთა რიცხვი გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წელს მკვეთრად გაიზარდა აჭარაში ჩამოსულ ირანელ ტურისტთა რიცხვი. ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, წინა წელს, 2009 წელთან შედარებით, ირანელ ვიზიტიორთა რაოდენობა 1855.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2008 წელთან შედარებით - 1274.6%-ით. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ წინა წელს რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტიორთა რიცხვი აზერბაიჯანიდანაც. 2009 წელთან შედარებით ზრდამ 243.2% შეადგინა, ხოლო 2008 წელთან შედარებით - 1070.4 %. ამასთან ერთად, 2010 წელს დაფიქსირდა უკრაინელ ვიზიტიორთა არსებითი ზრდა. 2009 წელთან შედარებით ზრდამ 233.7% შეადგინა, 2008 წელთან შედარებით კი - 352.2%. ასევე გაიზარდა ტურისტთა რიცხვმა თურქეთიდან, 2009 წელთან შედარებით 93.5%-ით, ხოლო 2008 წელთან შედარებით - 342.6%-ით. 2010 წელს უცხოელ ვიზიტიორთა შორის შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ: თურქეთი - 136 341 ვიზიტიორი, რაც აჭარაში ჩამოსულ ტურისტთა საერთო რიცხვის 43.7%-ს შეადგენს; სომხეთი - 98 995 ვიზიტიორი, 31.7%; აზერბაიჯანი - 43 970 ვიზიტიორი, 14.1%; უკრაინა - 7 706 ვიზიტიორი, 2.5%; ირანი - 4 536 ვიზიტიორი, 1.5%. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_957.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 იან. 2011, 23:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.