აშშ-მ ლიბიიდან ელჩი გამოიწვია | მსოფლიოს ამბები | ||
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, "WikiLeaks"-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, ლიბიიდან ელჩი ჯინა კრეცი კონსულტაციისთვის გამოიწვია. როგორც ცნობილია, "WikiLeaks"-მა გამოაქვეყნა ამერიკელი დიპლომატის მიმოწერა, რომელშიც ჯინა კრეცი ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის არაკორექტულად იხსენიებს. კრეცი ლიდიის ლიდერს ახასიათებს, როგორც "არამუდმივ და ექსცენტრულ" პოლიტიკოსად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულის შესახებ განაცხადა, რომ ელჩის გამოწვევის მიზეზი მხოლოდ "WikiLeaks"-ის პუბლიკაციები არ ყოფილა და კონსულტაციისთვის სხვა თემებიც არსებობს. ამერიკული მედია არ გამორიცხავს, რომ რომ ლიბიაში აშშ-ის ელჩი თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_952.html
| |||
განათავსა - Legatuss | 06 იან. 2011, 15:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.