ტურიზმის ეროვნული სააგენტო ახალ სტანდარტებს შეიმუშავებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იანვრის ბოლომდე სასტუმროს საქმის მწარმოებლისა და რესტორნის საქმის მწარმოებლის სტანდარტებს შეიმუშავებენ. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელებთან, განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან, ექსპერტებთან და სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. "ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება, რაც თავისთავად მომსახურების ხარისხის ამაღლებასაც ითხოვს. აღნიშნული ინიციატივაც ტურიზმის სექტორში ცალკეული პროფესიების ხარისხის განსაზღვრას ემსახურება, რის შედეგადაც ნებისმიერი პროფესიული სასწავლებელი მითითებული სტანდარტით იხელმძღვანელებს. ერთი თვის განმავლობაში სპეციალური ჯგუფი იმუშავებს, რომელიც სასტუმროსა და რესტორნის საქმისმწარმოებლების სტანდარტებს შეიმუშავებს", - განაცხადა მაია სიდამონიძემ. მისივე თქმით, სასტუმროს და რესტორნის საქმისმწარმოებლების სტანდარტების შემუშავების შემდეგ ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მთელი თებერვლის განმავლობაში გიდების სტანდარტების დადგენაზე იმუშავებს. წყარო - pirweli.com.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_951.html
| |||
განათავსა - teo- | 06 იან. 2011, 11:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.