საქართველოს ფინანსთა მინისტრი კერძო ბიზნესს ფასების ხელოვნურად აწევაში ადანაშაულებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ფინანსთა მინისტრი კერძო ბიზნესს ფასების ხელოვნურად აწევაში ადანაშაულებს. მაგალითის სახით კახა ბაინდურაშვილს მოჰყავს ფასები ხორბალზე და იგი აცხადებს, რომ აგვისტოში, მიუხედავად ფასების ამაღლებისა, ოქტომბერში ხორბალი გაიაფდა, მაგრამ ქართულ ბაზარზე ამას არანაირი ცვლილება გამოუწვევია, რაც ქართული ბიზნესის პრობლემაა. მინისტრის განმარტებით, რამდენიმე იმპორტიორი უთანხმდებიან ერთმანეთს და ერთდროულად ბაზარზე ფასებს ზრდიან. მისი თქმით, დღეისათვის მეწარმეებს ხორბალი ბევრად უფრო იაფად შემოაქვთ, მაგრამ ფასები კვლავ მაღალი რჩება. როგორც ბაინდურაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ფასთა რეგულაციაში არ ერევა, მაგრამ მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ ფასთა ზრდაში მთავრობა დამნაშავე არაა და ბიუჯეტი ამით არანაირ შემოსავალს არ იღებს. ფასების ზრდამ ქვეყანაში ინფლაცია წლის ბოლოსათვის ორნიშნა ციფრამდე გაზარდა. დღეისათვის იგი 10.5%-ს შეადგებს, რაც 2007 წლის შემდეგ უდიდესი მაჩვენებელია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_922.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 20:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.