მესტიაში სამაშველო სამსახურს ფრანგი სპეციალისტები ჩამოაყალიბებენ | საქართველოს ამბები | ||
მესტიაშის სამაშველო სამსახურის ჩამოყალიბებაში ქართველებს ფრანგი სპეციალისტები დაეხმარებიან. ამის შესახებ განაცხადი გააკეთა მთავრობის გასვლით სხდომაზე მდგრადი ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ. მისი თქმით მათ უკვე დაასრულეს მოლაპარაკებები საფრანგეთის მთავრობასთან და ფრანგი მაშველი ინსტრუქტორების პირველი 10 კაციანი ჯგუფი იანვარში ჩამოვა. ,,მეორე ჯგუფი 20 სპეციალისტებისგან შემადგენლობით თებერვალში ჩამოვა, ხოლო უკვე მაისში ჩვენ გვეყოლება ჯგუფი 50 მაშველის შემადგენლობით", - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით საფრანგეთს ჰყავს მაშველთა ყველაზე ძლიერი გუნდი მთელს მსოფლიოში. პრეზიდენტმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მესტიაში მუდამ უნდა იყოს მობილიზებული მაშველები და მინიმუმ ერთი ვერტმფრენი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_880.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 დეკ. 2010, 15:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.