ლეიბორისტები მოუწოდებენ მოსახლეობას ბოიკოტი გამოუცხადონ დასუფთავების ახალ ტარიფს | საქართველოს ამბები | ||
ლეიბორისტები მოუწოდებენ მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის გაზრდის შემთხვევაში ბოიკოტი გამოაცხადონ და არ გადაიხადონ იგი, ხოლო ნაგავი დაყარონ უშუალოდ მერიის შენობის წინ. დღევანდელ პრეს-კონფერეციაზე, რომელიც გაიმართა ჯაავხიშვილის ქუჩაზე ნაგვის ყუთების წინ, პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას უნდა უფრო მეტი ფული იშოვოს და ამ შემთხვევაში საკუთარი შემოსავლის წყაროდ გადააქციეს ნაგავი. ,,მთავრობას არ ეყო მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება და წყალზე ტარიფის მომატება, რომ ამჯერად მათ მოინდომეს ფულის შოვნა ნაგავზე. თბილისის მერს გიგი უგულავას მოვუწოდებთ, რომ დაუყონებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება დასუფთავების გადასახადის გაზრდის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სერიოზული პრობლემები შეექმენება. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას არ გადაიხადონ გაზრდილი ტარიფი, ხოლო ნაგავი დაყარონ უშუალოდ მერის კაბინეტთან", - განაცხადა შატბერაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_874.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 დეკ. 2010, 13:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.