თარგამაძე: მომავალი წლის ბიუჯეტი სტაგნაციის ბიუჯეტს წარმოადგენს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის აზრით, მომავალი წლის ბიუჯეტი სტაგნაციის ბიუჯეტს წარმოადგენს. გუშინდელ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მან შეახსენა ხელისუფლებებს მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა გამოიხატება არა მხოლოდ ხმამაღალ განცხადებებში, არამედ ბრძოლასაც ითვალისწინებს. თარგამაძის თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ მოსახლეობის წინაშე მრავალი ვალდებულება აიღო. მათ შორისაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნატოში შესვლა, ქვეყნის მაღალი უსაფრთხოება, ასევე კონფლიქტურ ზონებსა და მათ მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის დაცულობა, ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის, საქართველომ უნდა დაძლიოს სიღარიბე და ა. შ. „თქვენ აიღეთ ვალდებულება იმისათვის, რომ ადამიანებს არ ჰქონოდეთ უსამართლობის შეგრძნება. მინდა შეგახსენოთ, რომ პასუხისმგებლობა არ ნიშნავს მხოლოდ ხმამაღალ განცხადებებს, ეს ბრძოლაა“, - აღნიშნა თარგამაძემ. მისი თქმით, ოპოზიცია არა ინფლაციის ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ ჭაობში ჩაძირვას, არამედ პრიორიტეტთა სწორ განაწილებას მოითხოვს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_807.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 დეკ. 2010, 12:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.