ბათუმის ქუჩის განათების გენერალურ გეგმას ფრანგული „CITELIUM“ წარადგენს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ერთ თვეში ფრანგული კომპანია „CITELIUM“ აჭარის მთავრობას ბათუმის ქუჩის განათების კონცეფციასა და გენერალურ გეგმას წარუდგენს. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგული კომპანია ერთიან ქსელს ქმნის, რომლის მართვაც ერთი პუნქტიდან კომპიუტერიზებული წესით მოხდება, ხოლო განათების ყველა ბოძზე დაყენდება სპეციალური პულტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ავტონომიურ რეჟიმში ყოველი ნათურის ცალ-ცალკე მართვა. ეს ელექტროენერგიის 25-30%-ით ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. “CITELIUM“ მსოფლიოს 34 ქვეყანაში ფუნქციონირებს და 20 ქვეყნის დედაქალაქის 500-მდე გზის ქუჩის განათებას მართავს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_790.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 დეკ. 2010, 13:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.