აშშ-ში ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტებმა წარმატებით ჩაიარა | საქართველოს ამბები | ||
ნიუ-იორკში, „ლინკონ-ცენტრში“ ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტები გაიმართა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონცერტებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. „წარმატება უზარმაზარი იყო, ამერიკულ პრესაში არაჩვეულებრივი გამოხმაურებები მივიღეთ. კონცერტების შემდეგ მოლაპარაკებები მქონდა პროდიუსერებთან და მენეჯერებთან 2011-2011 წლებში გასტროლების დაგეგმვის მიზნით“, - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა. მისი თქმით, დეკემბრის ბოლოს, თბილისში კონცერტების შემდეგ ქართული ეროვნული ბალეტი უკრაინაში, მოლდოვეთსა და რუმინეთში გაემგზავრება, რის შემდეგაც „სუხიშვილები“ რამდენიმე კონცერტს ბალტიისპირეთში გამართავს. 2011 წლის ზაფხულში ასევე დაგეგმილია გასტროლები იტალიაში. ამერიკული აუდიტორია ყოველთვის აღტაცებით გვეგებება და ქართული ფოლკლორის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია“ - აღნიშნა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა. „სუხიშვილების“ მოცეკვავეთა რაოდენობა მიმდინარე წელს გამართული შერჩევის შედეგად გაიზარდა. ახალბედებს საზოგადოება პირველად ფილარმონიაში 23, 24 და 25 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტებზე ნახავს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_788.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 დეკ. 2010, 13:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.