საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ახალი მექანიზმები დაამტკიცა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ახალი მექანიზმები დაამტკიცა. კანონპროექტი სამ კანონს აერთიანებს და კონტროლის სანქციათა გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, იკრძალება თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია საგანმანათებლო და აღმზრდელობითი დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში, ასევე მისი არასრულწლოვანებთათვის მიყიდვა. ამ ნორმის დარღვევა 50 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. კანონი ასევე ავალდებულებს საჯარო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, მოწევისათვის სპეციალური ადგილები გამოყონ. დაწესებულებებში მოწევა ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში 200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. შესწორებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_774.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2010, 19:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.