საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ესპანეთში თავისი წარმომადგენელი ეყოლება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ესპანეთში თავისი წარმომადგენელი ეყოლება. ამ ფუნქციას ნათია მიქაძე შეასრულებს. ამის თაობაზე შესაბამის შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს დიასპორის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ვიზიტით მყოფი ქართული სამეფო გვარის წარმომადგენელი ხუან ბაგრატიონი, რომელიც საქართველოში კომპანია „ლა საგალეტას“ წარმომადეგენელია. როგორც დიასპორის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა, შეხვედრაზე განხილულ იქნა ის ბიზნეს-სექტორებიც, რომლებითაც კომპანია „ლა საგალეტა“ არის დაინტერესებული. „ძალიან კარგია, რომ ჩვენი დიასპორა სხვადასხვა ქვეყნებში ხელს უწყობს საქართველოში ინვესტორთა მოზიდვას. დღეს ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო, როდესაც ესპანეთში სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელს ნიშნავდნენ. იმ ფაქტს, რომ მათ დიდი კავშირები გააჩნიათ საქმიან წრეებთან თავიანთ ქვეყნებში და საქართველოში მათ მოზიდვას დიდი მნიშვნელობა აქვს“ - თქვა დავითაიამ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_759.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2010, 16:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.