64-ე საჯარო სკოლაში ახალი სასადილო გაიხსნა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში მორიგი ახალი სასადილო გახსნა. აღნიშნულ სკოლაში, სადაც 900-მდე მოსწავლეა, რამდენიმე წლის განმავლობაში სასადილო არ ფუნქციონირებდა. სამინისტროს მიერ ინიცირებული უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, სასადილო გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა კომპანიამ ”უსაფრთხო კვება”. ისევე, როგორც აქამდე გახსნილ თანამედროვე სტანდარტების სასკოლო სასადილოებში, 64-ე საჯარო სკოლაშიც ანგარიშსწორება ელექტრონული ბარათებით მოხდება. ბარათები მოსწავლეებს ,,ტაოპრივატბანკმა’’ უსასყიდლოდ დაუმზადა. ბარათზე დარიცხულ გარკვეულ თანხას ბავშვი, მხოლოდ სასადილოში და კონკრეტულად საკვების შესაძენად გამოიყენებს. პროექტის განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით ბევრ სკოლაში მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. ჯანსაღი კვების ობიექტები მალე ყველა სკოლაში დაინერგება. წყარო - mes.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_75.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 10:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.