თბილისში გაიმართება ფოტოგამოფენა „გერმანელ კოლონისტთა არქიტექტურული მემკვიდრეობა | მსოფლიოს ამბები | ||
17 დეკემბერს გოეთეს უნივერსიტეტში გაიხსნება არქიტექტორ-რესტავრატორის ნესტან თათარაშვილის ფოტოგამოფენა „გერმანელ კოლონისტთა არქიტექტურული მემკვიდრეობა“. ინსტიტუტის ინფორმაციით გერმანელ კოლონისტთა არქიტექტურა და განსაკუთრებით მათი საცხოვრებელი სახლები უკიდურესად საინტერესო შენობებია, ვინაიდან მათ არქიტექტურაში საქართველოს, ანუ ადგილობრივი კულტურის დიდი გავლენა შეიმჩნევა. კავკასიის ქვეყნებში გერმანელთა მიგრაცია XIX საუკუნიდან იწყება. 1817 წლის 21 სექტემბერს თბილისში პირველი 31 ოჯახი ჩამოვიდა, რომლებიც სართიჭალის მახლობლად დასახლდნენ. ამ კოლონიას მარიენფელდი ეწოდებოდა. XIXსაუკუნის დასასრულს გერმანელებმა კავკასიის რეგიონში 6 გერმანული კოლონია დააარსეს. მოცემული მომენტისათვის საქართველოში კოლონისტთა არქიტექტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი განადგურებულია. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შენობები/საცხოვრებელი სახლები ყოფილი გერმანული კოლონიებიდან: ელიზაბეტალი-ასურეთი, როზენფელდი-სართიჭალა, ეკატერინენფელდი-ლუქსემბურგი - ბოლნისი, ალექსანდერსხილფი-როზენბერგი-თრიალეთი, როზენტალი-ვარდისუბანი, თეთრიწყარო, როზა და ბოტანიკა. გამოფენა 2011 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_744.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 დეკ. 2010, 18:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.