პოლონური „სოლიდარობის“ ანალოგი საქართველოში გაჩნდება | ![]() | საქართველოს ამბები | |
საქართველოში იქმნება ახალი ოპოზიციური ძალა - „სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“. როგორც სამშაბათს ამ მოძრაობის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა, პრეზენტაცია 22 დეკემბერს გაიმართება. მისი თქმით, ეს მოძრაობა პოლონური „სოლიდარობის“ ტიპისა იქნება. როგორც სოსო მანჯავიძემ განაცხადა, ახალი მოძრაობა ორიენტირებული იქნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხელისუფლებათა პრესის ქვეშ მოხვედრილი კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლების - ექიმების, პედაგოგების და ა. შ. მობილიზაციაზე. „ახალი მოძრაობის არსენალში იქნება შემდეგ საპროტესტო აქციები: პიკეტები, შიმშილობები და სხვა ფორმები“, - აღნიშნა მან. გაზაფხულზე აქტიური გამოსვლების თაობაზე უკვე განაცხადეს საქართველოს სახალხო კრებამ და ოპოზიციურმა „საქართველოს პარტიამ“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_735.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 დეკ. 2010, 11:39 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.