1 იანვრიდან ქართველი პატიმრები ვიდეოპაემნებით სარგებლობას შეძლებენ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტმა პატიმრობის კოდექსში შესწორებები შეიტანა, რომელთა თანახმადაც 1 იანვრიდან პატიმრები ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვებ-კამერების საშუალებით ვიდეოპაემნების მოწყობას შეძლებენ. „ამ უფლებით ვერ ისარგებლებენ მხოლოდ ისინი, ვინც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ასევე კრიმინალური ავტორიტეტები... ახალი წესებით, პაემნებთან დაშვებულთა წრე ფართოვდება: ახლა უკვე ოჯახის წევრების გარდა პატიმრებთან ურთიერთობას ახლობლებიც შეძლებენ“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის წევრმა ანდრო ალავიძემ, რომელიც კანონპროექტს წარადგენს. ვიდეოპაემნების რაოდენობას პრობაციის, სასჯელის აღსრულებისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დაადგენს. ამავე უწყება მომსახურების საფასურს დააწესებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_683.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2010, 10:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.